Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


jim SvanTe
1

თარგმანი მარილი სვანეთს - რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის 1930 წლის ფილმი. გადაღებულია უშგულის თემში.

siuJeti

ფილმში ასახულია ის მკაცრი და აუტანელი პირობები, რომელშიც სვანეთის მოსახლეობას უხდება ცხოვრება. სხვა გასაჭირთან ერთად სვანების პრობლემა მარილის უქონლობა და დეფიციტი იყო. მოსახლეობა ჩადის ბარში, რათა მარილი შეიძინოს და უგზოობის გამო ბევრი იღუპება. საბჭოთა ხელისუფლებას მოსახლეობის დასახმარებლად სვანეთში გზა გაჰყავს.

gadaReba

„ჯიმ შვანთეს“ გადაღებამდე ერთი წლით ადრე კალატოზიშვილის ჯგუფი გაემგზავრა სვანეთში, სადაც გადაიღო მასალა მხატვრულ-აგიტაციური ფილმისთვის „ბრმა“. გადამღებ ჯგუფს უსიამოვნება მოუვიდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რის გამოც სახკინმრეწვის ერთი თანამშრომელი მოკლეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ მასალა დაამუშავეს და დაამონტაჟეს, მაგრამ ნაწარმოები დაწუნებული იქნა მეტწილად კონსტრუქციული წყობის და არა ნაწარმოების იდეის გამო. კალატოზიშვილს უზარმაზარი გამოუყენებელი მასალა შერჩა. მან ხელახალი მონტაჟი და გადალაგება დაიწყო და ასე შექმნა „ჯიმ შვანთე“.

Sefaseba

ფილმმა მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ეკრანებზე ის მხოლოდ ოთხი დღე გადიოდა და შემდეგ მოხსნეს. უცხოელმა კინემატოგრაფისტებმა ფილმი მოიწონეს და მას ლუის ბუნიუელის „უპურო მიწას“ ადარებდნენ.

 

ixileT aseve